ლონდონის საფონდო ბირჟამ (London Stock Exchange) ჰონგ-კონგის ბირჟის (Hong Kong Exchange) განცხადებას მისი შესყიდვის შესახებ უარით უპასუხა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონის ბირჟამ ლონდონს 11 სექტემბერს მიმართა და გარიგებაში 36.8 მილიარდი აშშ დოლარი შესთავაზა.
ჰონგ-კონგის შემოთავაზება ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის დირექტორთა საბჭომ თავის ფინანსურ და იურიდიულ მრჩევლებთან ერთად განიხილა. ისინი იმ დასკვნებმდე მივიდნენ, რომ ჰონგ-კონგის შემოთავაზება მათთვის წამგებიანი და საფრთხის შემცველი იქნებოდა, ამიტომაც მათ მოლაპარაკებაზე უარი განაცხადეს.
„ყველა ამ ფაქტორების გათვალისწინებით, დირექტორთა საბჭო ერთხმად უარყოფს თქვენს შეთავაზებას. თქვენს წინადადებაში არსებითი ხარვეზების გათვალისწინებით, ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს შემდგომი მონაწილეობისთვის. კეთილი სურვილებით, თქვენი, დონ რობერტი, ლონდონის საფონდო ბირჟის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე," -ვკითხულობთ ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟისათვის განკუთვნილ ოფიციალურ წერილში.