პეტრო პოროშენკო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ბრიუსელში ჩავიდა, სადაც სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, როგორც პეტრო პოროშენკომ ევროსაბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპეისთან შეხვედრისას განაცხადა, აუცილებელია გაძლიერდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

"სანქციები – ეს არის ქმედებები, რომელიც მიმართულია კონფლიქტის დეესკალაციისკენ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ უკრაინული მხარე მოსკოვის წინააღმდეგ უფრო მეტი სანქციების დაწესებას ითხოვს.

უკრაინული მედიის ცნობით, ჰერმან ვან რომპეისთან შეხვედრის შემდეგ, პეტრო პოროშენკო ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟოზე მანუელ ბაროზუს ხვდება.