აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება კიდევ ერთი წლით 2020 წლის 14 სექტემბრამდე გაახანგრძლივოს სავაჭრო რესტრიქციები, რომელიც კუბასთან დაკავშირებით მოქმედებს. პრეზიდენტის აღნიშნული განკარგულება თეთრმა სახლმა გაავრცელა.
„მე გადავწყვიტე, რომ კუბასთან მიმართებაში აღნიშნული ზომების გაგრძელება ერთი წლით, პასუხობს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“ - ნათქვამია მის განცხადებაში.
ამავე გადაწყვეტილებით მან გაიხანგრძლივა საკუთარი უფლებამოსილება, რომელიც მას ემბარგოს წესების დაცვაზე დაკვირკვებასთან დაკავშირებით თავისუფალი მოქმედებისა და ცალკეულ შეთანხმებებზე თანხმობების გაცემის საშუალებას აძლევს.
ცნობისთვის, ეს არის კანონი, რომელიც ძალაში შევიდა 1917 წელს. ის უფლებას აძლევს შტატებს, შეზღუდონ სავაჭრო ურთიერთობები ქვეყნებთან, რომელიც მათთვის მტრულად არიან განწყობილნი. ამ დროისთვის კუბა არის ერთადერთი ქვეყანა, რომელზეც აღნიშნული კანონი ვრცელდება.