დონალდ ტრამპი ალასკის დაცულ ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის მოპოვების უფლების გაცემას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardians-ი ავრცელებს. ალასკის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული დაცული ტერიტორია, რომელიც 6 მილიონ კვ.მ ტერიტორიას მოიცავს, ათწლეულების განმავლობაში ხელშეუხებელი იყო და ნებისმიერი სახის რესურსისა თუ ნედლეულის მოპოვება იკრძალებოდა.
აღნიშნული საკითხს აშშ-ის წარმომადგელობათა პალატაში განხილვისას დემოკრატების მწვავე კრიტიკა მოჰყვა და ისინი ბუნების დაცვის მოთხოვნით გამოვიდნენ, თუმცა რესპუბლიკელები, რომლებიც სენატში უმრავლესობას იკავებენ ტრამპის იდეას იზიარებენ.
აღსანიშნავია, რომ ალასკის დაცული ტერიტორია თეთრი დათვებისა და ცხოველისა თუ ფრინველის არაერთი იშვიათი სახეობის ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოს წარმოადგენს. ამასთანავე, ალასკაზე ათობით ადგილობრივი ტომი ცხოვრობს, რომლებიც თავს თევზაობითა და ნადირობით ირჩენენ. იმ შემთხვევაში თუ ალასკაზე რესურსების მოპოვებას დაიწყებ მათ არსებობას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს.