საქართველოში დასაქმებული უცხოელების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.
შემოსავლების სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის 7 თვეში საქართველოში სულ 10 573 უცხოელი მუშაობდა.
ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში 11 402 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო დასაქმებული. 2018 წელს კი აღნიშნულმა მაჩვენებელმა 11 697 შეადგინა.
შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში სულ 124 ქვეყნის წარმომადგენელი მუშაობს.