ამერიკის უმსხვილესი საავტომობილო კომპანიის General Motors-ის 50 000-მდე მუშა დღეს დილიდან გაიფიცა. ეს არის უპრეცენდენტოდ მასშტაბური გაფიცვა, რომლის მიზეზიც ხელფასების მომატება და სხვა სოციალური პირობების გაუმჯობესება გახდა, მათ შორის, ჯანმრთელობის დაზღვევა და ა.შ.
ამერიკის საავტომობილო პროფკავშირებს United Auto Workers (UAW) გაერთიანებას კომპანიისთვის ვადა შაბათს შუაღამემდე ჰქონდა მიცემული, თუმცა General Motors-მა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პროფკავშირებს მანამდე 4-წლიანი სამუშაო კონტრაქტი ჰქონდათ გაფორმებული, რომლის ვადაც ამოიწურა. შესაბამისად, პროფკავშირებმა კომპანიას კონტრაქტების გადახედვა და ახალი პირობები წაუყენა, რაზეც ვერ დაითანხმა. გაფიცვის მიზეზებს შორის მუშების შრომითი უსაფრთხოება და სამუშაო ადგილების შემცირებაცაა.
თავის მხრივ, GM-ში აცხადებენ, რომ მათი სამუშაო პირობები და ხელფასები ერთ-ერთი საუკეთესოა ავტო-ინდუსტრიაში და რომ კომპანია 7 მილიარდის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს მომდევნო წლებში, რასაც აუცილებლად მოჰყვება ბენეფიტების ზრდა.
ეს არის უმსხვილესი გაფიცვა GM-ში 2007 წლის შემდეგ. ამ დროისთვის უცნობია, როდემდე გასტანს გაფიცვა და მაიღწევენ თუ არა მხარეები შეთანხმებას.