მთავრობა ლაილაშამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას გეგმავს

მთავრობა ლაილაშამდე მისასვლელი გზის დაგებას გეგმავს.

კერძოდ, გზის რეაბილიტაციისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 20 სექტემბერს დაიწყება და 23 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 71 000 ლარია.

„დასაპროექტებელი ობიექტი წარმოადგენს ცაგერის მუნიციპალიტეტის კუთვნილებაში არსებულ გზას, რომელიც გადის ნაწილობრივ დასახლებულ ტერიტორიაზე. სოფელ ლაილაშამდე მისასვლელი გზის სიგრძე შეადგენს 4 000 მ-ს, სოფლის შიდა გზა - 2 000 მ-ს. სულ: 6 000 მ (დაზუსტდეს ადგილზე), სიგანე 5-6 მ. მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს, კაპიტალური საგზაო სამოსის გათვალისწინებით, არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის დეტალური საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას, რაც გულისხმობს საპროექტო მონაკვეთზე გზის ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური და ზოგადი სატრანსპორტო-საექსპლუატაციო მახასიათებლებისა და მონაცემების განხილვას, შესწავლასა და გაანალიზებას, სოციალური და ეკონომიკური შეფასებებისა და ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით. სრულყოფილი შეფასების/საპროექტო კვლევის ჩატარებას სარეაბილიტაციო მონაკვეთებზე,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

თაია არდოტელი