ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარედ ოსმან თურანი აირჩიეს

ოსმან თურანი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე გახდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 15 სექტემბერს, სასტუმრო ტიფლის პალასში გაიმართა ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის საარჩევნო გენერალური კრება და ორ კანდიდატს შორის გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა ოსმან თურანმა და მისმა გუნდმა, რის შედეგადაც ასოციაციის მმართველი საბჭო შემდეგი სახით დაკომპლექტდა: ოსმან თურანი - თავმჯდომარე, აჰმეთ ქაჰრამანი - შპს „ჯეოლაივ“, გოქსან აქანი - შპს „არქას ჯორჯია“, მეჰმეთ მელექი - შპს „ტექნოჰაუს ბეკო“, მერთ იუმუშაქერი - შპს „იონფაშ ჯორჯია“, მურათ თანსუ - შპს „გლორია“, მუსტაფა თაბაქოღლუ - შპს „ჰიდრო დიზაინი“, ოღუზ ილდირიმი - შპს „ო&კ ბილდინგ“, იუსუფ თოსუნოღლუ - შპს „ანკარა“, ჰალილ სემიზი - შპს „ვესტელი“, სერქან დერისი - შპს „ორიენტი“.

ასოციაციის ინფორმაციით, არჩევნების შედეგად 2 წლის ვადით არჩეულმა ოსმან თურანმა, რომელიც ამავდროულად ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია, აღნიშნა, რომ გურთიადი არის ბიზნესმენთა გაერთიანება, რომლის მთავარი მიზანიც თურქეთ-საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და უფრო მაღალ დონეზე აყვანაა, მისთვის კი აღნიშნულ საქმეში წვლილის შეტანა უდიდესი პატივია.