მუშაობის პროცესში უსაფრთხოების ნორმები უნდა ყოფილიყო დაცული. ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს, რატომ და როგორ მოხდა ეს შემთხვევა", - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშის გარდაცვალების ფაქტს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფოს საკუთრებაა, ეს არ ნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვის საკითხს მერიასთან ათანხმებს.
"სახელმწიფო უამრავ პროექტს ახორციელებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა იყოს დედაქალაქის მერიასთან შეთანხმებული. მთავარი ის არის, რომ ჰქონოდათ მშენებლობის ნებართვები და ყველაზე მნიშვნელოვანი - მუშაობის პროცესში უსაფრთხოების ნორმები უნდა ყოფილიყო დაცული. ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს. რა მოხდა, როგორ იყო და რატომ მოხდა ეს შემთხვევა", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა გარდაიცვალა.