Volkswagen-ი მზადაა დიზელგეიტის კომპენსაცია ავსტრალიელებსაც გადაუხადოს

ავტოკონცერნი Volkswagen-ი ავსტრალიელებს მრავალმილიონიან კომპენსაციას გადაუხდის, რომელიც ორი კოლექტიური სარჩელის საფუძველზე დაეკისრა. საქმე ეხება დიზელგეიტის გახმაურებულ სკანდალს.

როგორც ABC News იუწყება, სიდნეის ფედერალური სასამართლოს მიერ განხილული საქმის დეტალები უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ საუბარია 87-დან 121 მილიონამდე ავსტრალიური დოლარის გადახდაზე (60-87 აშშ დოლარი). ეს კი ნიშნავს, რომ მოხდება ეკოლოგიასთან შეუსაბამო თითო ავტომობილზე 1,4 ათასი დოლარის კომპენსაციის გაცემა.

ABC News აღნიშნავს, რომ ავსტრალიაში ამ დეფექტის მქონე დაახლოებით 100 ათასი ავტომობილია. საუბარია Volkswagen, Audi და Skoda ბრენდის ავტომობილებზე.

შეგახსენებთ, დიზელგეიტის სკანდალში Volkswagen-ი 2015 წელს გაეხვა.

კოკა კვირკველია