საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 146,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8,1 მლნ ლარით (5,2%-ით) ნაკლებია, ივლისის მაჩვენებელთან შედარებით. მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში გადმორიცხული თანხის მოცულობა 154.5 მლნ აშშ დოლარი იყო. რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, აქ ზრდა დაფიქსირდა, კერძოდ, 2018 წლის აგვისტოში 135,8 მლნ დოლარი გადმოირიცხა.
რაც შეეხება ტოპ-10 ქვეყანას, საიდანაც აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ასე გამოიყურება:
ამასთან, მცირედით შემცირდა საქართველოდან გადარიცხული ფულადი გზავნილების მოცულობაც. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში ქვეყნიდან 19,03 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც 1%-ით ნაკლებია, გასული თვის მაჩვენებელზე. მიმდინარე წლის ივლისში ფულადი გადარიცხვების მაჩვენებელმა - 19, 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ქვეყნები, სადაც აგვისტოში საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა: