ზოგადად ეროვნული ბანკის წინააღმდეგ მოქმედება არასოდეს კარგად არ სრულდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განუცხადა.
კითხვაზე, რას შეიძლება ემსახურებოდეს და ვის ინტერესებშია მის მიმართ გააქტიურებული ნეგატიური პროპაგანდა, გვენეტაძე აცხადებს, რომ არ იცის ვინ დგას ამის უკან და თავად ფაქტი სამწუხაროა.
„ვერ გეტყვით რას უკავშირდება და ვინ არის ამის უკან, მაგრამ თავისთავად სამწუხარო ფაქტია. ეს არის ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმართული და ზოგადად, ეროვნული ბანკის წინააღმდეგ მოქმედება არასოდეს კარგად არ სრულდება არც ერთ ქვეყანაში. ამის საკმაოდ ბევრი მაგალითი არსებობს ბოლო პერიოდში", -განაცხადა კობა გვენეტაძემ.