რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ევროკავშირის ოთხი ქვეყანა მხარს არ უჭერს

რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ევროკავშირის ოთხი ქვეყანა მხარს არ უჭერს.

სააგენტო "როიტერის" ცნობით, ესენია: ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და კვიპროსი. ამავდროულად, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მომხრეა, რომ ევროკავშირმა ეკონომიკური სანქციების ახალი ეტაპი შემოიღოს. რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას მხარს უჭერენ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთიც.

"როიტერის" წყაროს ცნობით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიკომ სანქციებს "აზრსმოკლებული და კონტრპროდუქტიული" უწოდა.

ევროკავშირმა რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად კიდევ ერთკვირიანი ვადა აიღო.