კრისტინ ლაგარდის ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად დანიშვნას ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.
მას პლენარულ სხდომაზე 649 დეპუტატიდან 394-მა მისცა ხმა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა 17-18 ოქტომბერს დანიშნულ სამიტზე მისი კანდიდატურა საბოლოოდ უნდა დაამტკიცონ.