გამოცემა Forbes-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 3.1 მილიარდ აშშ დოლარის ქონებას ფლობს. მათ შორის, ტრამპის პირადი კერძო საკუთრება 122 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული
აშშ-ის პრეზიდენტი და მილიარდერი დონალდ ტრამპი კერძო ქონებას აშშ-ის სხვადასხვა დიდ ქალაქში- ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ჩიკაგოსა და სან-ფრანცისკოში ფლობს.
სანამ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდებოდა და „თეთრ სახლში“ გადავიდოდა საცხოვრებლად, იქამდე Trump Tower-ში ცხოვრობდა, რომელიც ნიუ-ორკში მანჰეტენზე მდებარეობს. ცათამბჯენი 57 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული და კომპანია The Trump Organization-ის შტაბ-ბინას წარმოადგენს.
ტრამპის კიდევ ერთ პირად ქონებას წარმოადგენს სახლი Seven Springs, რომელიც ნიუ-იორკიდან 70 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სახლში სულ 60 ოთახი და 12 აბაზანაა. ამასთან, კერძო საკუთრებას შიდა აუზი და გოლფის მოედანიც აქვს. სახლს გარშემო ტყე აკრავს. ამჟამად Seven Springs 24 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული. მტამპმა ის 1995 წელს 7.5 მილიონ აშშ დოლარად იყიდა.
დონალდ ტრამპი ასევე ფლობს 2 სახლს ვირჯინიის შტატის ქალაქ სტერლინგში. სახლები 1.5 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული. ისინი ტრამპის ეროვნულ გოლფის კლუბთან ახლოს მდებაროებს. აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში აშშ-ის პრეზიდენტი 10 გოლფის კლუბს ფლობს.
ტრამპის კიდევე ერთი კერძო საკუთრება ფლორიდის შტატში Palm Beach-ში მდებარეობს. სახლი 25 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული. სახლში სულ 128 ოთახია განთავსებული და მას ხშირას აშშ-ის პრეზიდენტის „ზამთრის თეთრ სახლს“ უწოდებენ.
St. Martin აშშ-ის პრეზიდენტის კიდევ ერთი საკუთრებაა, რომელიც კარიბის ზღვაში მდებარეობს. სახლში 9 საძინებელი, 12 აბაზანა, საცურაო აუზი, სავარჯიშო დარბაზი, ტენისის მოედანი და ბარია მოწყობილი. დონალდ ტრამპმა ის 11 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. ამჟამად სახლის ღირებულება 15 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.