„ვისაც ტაქსის ლიცენზიის აღების სურვილი აქვს, 11 ადგილია - 10 გამგეობა და თბილისის მერია, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მობრძანდეთ და მიიღოთ ლიცენზია"

ვისაც აქვს სურვილი ტაქსის ლიცენზია აიღოს, არის 11 ადგილი - 10 გამგეობა და დედაქალის მერია, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მობრძანდეთ, მიიღოთ ლიცენზია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა ტაქსის ლიცენზიის აღების მსურველებს მოუწოდა, რომ საქმე არ გადადონ და სერვისცენტრებს დროულად მიმართონ.

„იცით, რომ 1-ლი ოქტომბრიდან შემოდის რეფორმის მეორე ფაზა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მსურველებს, ვისაც აქვთ სურვილი, რომ აიღონ ტაქსის ლიცენზია და შემდეგ მოახდინოს კატეგორიებად დაყოფა, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება A კატეგორიაში იყოს თუ B კატეგორიაში, რა თქმა უნდა, თავისი ავტომობილი უნდა შეესაბამებოდეს A კატეგორიის მოთხოვნებს, რომელიც ჩვენ დაყენებული გვაქვს. 1-ელ ოქტომბრამდე მათ აქვთ შესაძლებლობა მიმართონ არა მხოლოდ დედაქალაქის მერიას, ასევე გამგეობებში შესაძლებელი იქნება ამ სერვისის მიღება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას.