WSJ - General Motors-ის მუშების გაფიცვა კომპანიას დღიურად 100 მლნ დოლარით აზარალებს

აშშ-ის უმსხვილესი საავტომობილო კონცერნის General Motors -ის მუშების გაფიცვა კომპანიას დღიურად 100 მილიონი დოლარით აზარალებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს. თუმცა აღნიშნული არც თუ ისე დიდ გავლენას მოახდენს ამერიკის ეკონომიკაზე, როგორც ეს 90-იანი წლებში მოხდა.

ორგანიზაცია Credit Suisse-ის ექსპერტების განცხადებით, თუ გაფიცვა გაგრძელდება, კომპანია დღიურად 50 მილიონს დაკარგავს, Morningstar Inc-ის შეფასებით 80 მილიონს, ხოლო Citigroup-ის ანალიტიკოსების აზრით 100 მილიონ დოლარს.

როგორც ცნობილია, გაფიცვაში, რომლის ორგანიზებაც საავტომობილო წარმოების პროფკავშირებმა United Auto Workers, UAW მოაწვეს, 16 სექტემბერს დაიწყო და მასში 33 საწარმოდან და 22 საწყობიდან 46 ათასი მუშა მონაწილეობს, რომლებიც შტატებშია განთავსებული.

WSJ გვახსენებს, რომ 1996 წლის გაფიცვაში 177 ათასი მუშა მონაწილეობდა და ის ყველაზე მასშტაბური იყო კომპანიისთვის.

კოკა კვირკველია