საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთა

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ოქროს ნაკეთობების კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ლ.გ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 15 050 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და ოქროს მონეტები გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ოქროს ნაკეთობების საერთო წონამ 144.32 გრამი, ხოლო პლატინის საერთო წონამ 6.29 გრამი შეადგინა.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.