„წითელ ხიდზე“ 7 960 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეებისა და მათი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 7960 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვა და თითოეულს სანქციის სახით, ათას-ათასი ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა შეეფარდა.