საუდის არაბეთმა მოკლე დროში მოახერხა აღედგინა ნავთობტერმინალებზე დრონების შეტევამდელ მაჩვენებელზე წარმოება. ამის შესახებ სამეფოს ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ აზიზ ბენ სალმანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს დღის მეორე ნახევრიდან წარმოება დაუბრუნდა ნორმას. Aramco შეასრულებს ყველა მის ვალდებულებას კლიენტებთან მიმდინარე თვეს და აამუშავებეს სტრატეგიულ მარაგებს“, - განაცხადა მან.
პრინცის თქმით, შეტევის შედეგად საუდის არაბეთში ნავთობწარმოება განახევრდა, თუმცა ბოლო ორ დღეში ვითარება გამოსწორდა და წარმოება ჩვეულ დონეს დაუბრუნდა. მისივე განცხადებით, ქვეყნის სანავთობო ბაზარი სრული სიმძლავრით სექტემბრის ბოლოდან ამუშავდება და დღე-ღამეში 11 მილიონ ბარელს გაუტოლდება, ხოლო ნოემბრის ბოლოსთვის 12 მილიონ ბარელს დღე-ღამეში. ამ დროისთვის სამეფო 10 მილიონ ბარელს აწარმოებს.