"მაგთიკომმა" ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა აიღო

"მაგთიკომმა" ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა აიღო. გადაწყვეტილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე მიიღეს.

კომისიის ინფორმაციით, კომპანიას ნუმერაციის რესურსი: 91020-91029 (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებებით მომსახურების უზრუნველსაყოფად სჭირდება.

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა. ნებართვა უვადოა, თუმცა ყოველწლიურ განახლებას ექვემდებარება.