ციფრული სანავთობო დარგის შესაქმნელად  Schlumberger, Chevron და Microsoft  ერთიანდებიან

მსოფლიოს წამყვანი კომპანია ენერგეტიკის დარგში Schlumberger-ი, სანავთობო კომპანია Chevron-ი და ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე, რომლის მიზანიც სანავთობო დარგის გაციფრულების პროცესის დაჩქარებაა.

როგორც Microsoft-ი საკუთარ საიტზე წერს, ერთობლივი პროექტის ძირითადი მიზანია შემუშავდეს სხვადასხვა პროგრამები, რომლებიც ღრუბლოვან სისტემაზე ამუშავებს სანავთობო დარგს. თანამშრომლობა სამეტაპიანი იქნება, პირველი IT-სისტემის გამართვას გულისხმობს სანავთობო კომპლექსში Delfi, ამის შემდეგ დაიწყება ღრუბლოვანი პროგრამების შემუშავება Microsoft Azure-ში და ბოლოს ერთობლივი შედეგების ინტეგრირება კომპანია Chevron-ის ქსელში.

ამ პროექტის მიხედვით, კომპანიები შეძლებენ უკეთესად დაამუშავონ ინფორმაცია, მოახდინონ მისი ვიზუალიზება და მიეცეთ უფრო დიდი ზომის მონაცემების ეფექტურად ინტერპრეტირების საშუალება ბევრად მოკლე დროში.

კოკა კვირკველია