ახალი ავტომობილების გაყიდვები 8,6%-ით შემცირდა

აგვისტოში ევროპის ქვეყნებში ახალი ავტომობილების გაყიდვები შემცირდა. ჯამში, ამ პერიოდის განმავლობაში გაყიდვებმა 1,07 მილიონი ერთეული შეადგინა, ეს კი 8,6%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ყველაზე მეტი ვარდნა განიცადეს ისეთმა მსხვილმა მწარმოებლებმა, როგორებიცაა: Nissan, Renault, Fiat დაVolkswagen. Nissan-ის გატიდვები 48%-ით, Renault -ის - 38%-ით, იტალიური ბრენდის - 26%-ით, ხოლო გერმანული ავტოგიგანტის - 14%-ით შემცირდა.

პრემიუმ-კლასის მწარმოებლებს შორის 21%-ით შეუმცირდა გაყიდვები ბრიტანულ Jaguar-ს, ა Land Rover-ს - 3,3%-ით. გერმანელებს კი მატება აქვთ - Mercedes-Benz-ის გაყიდვებმა 13%-ით მოიმატა, მაგრამ მის კონკურენტებს - Audi-სა და BMW-ს კი პირიქით - 9.1 და 8.4%-იანი კლება აქვთ.

აზიურ ბრენდებს შორის Toyota-ს ვარდნა 1%-ია, Hyundai Kia-ს კი - 2-3%.

ფრანგებში PSA ბრენდის, Citroen-ის გაყიდვები 8,1%-ით, Opel/Vauxhall-ის - 6.9%-ით; Peugeot-ს - 3.4%-ით შემცირდა, DS-ის გაყიდვები კი პირიქით, 26%-ით გაიზარდა.

Volkswagen Group-ში შემავალ Skoda-ს კარგი თვე ჰქონდა და გაყიდვები 5,4%-ით გაეზარდა, ესპანურ Seat-ს მხოლოდ 1%-ით შეუმცირდა, ხოლო Porsche-ს 18 %-იანი კლება აქვს.

ამერიკელებში კი Ford-ის კლება 17%-ს უდრის.

რაც შეეხება მიმდინარე წლის 8 თვეს, ამ პერიოდში ევროპის მასშტაბით ახალი ავტომობილების გაყიდვები 3,2%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ვარდნა ყველაზე დიდი ვარდნაა 2019 წელს, ეს კი პირველ რიგში გასული წლის ავტომწარმოებლების პოლიტიკამ გამოიწვია, ვინაიდან 2018 წელს სექტემბერში ასამოქმედებელი WLTP რეგულაციის გამო ერთი თვით ადრე მწარმოებლებმა აგვისტოსთვის უჩვეულოდ დიდი რაოდენობით ავტომობილი გაყიდეს.

კოკა კვირკველია