Huawei-იმ ფლაგმანი სმარტფონი წარმოადგინა

ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Huawei-მ მიუნხენში სპეციალურ ღონისძიებაზე ახალი საფლაგმანო ხაზის სმარტფონები წარმოადგინა. Mate 30-მა ბაზარზე კონკურენცია უნდა გაუწიოს Apple-ის iPhone 11-ს და Samsung galaxy S ხაზის სმარტფონებს. ამავე ღონისძიებაზე კომპანიამ აპლიკაციების მომსახურების საკუთარი სერვისის პრეზენტაცია გამართა, რომელიც მას საშუალებას მისცემს გვერდი აუაროს Google-ის ანალოგიურ სერვისს, იმ ფონზე, თუ ამერიკის ხელისუფლების მხრიდან ჩინურ კომპანიაზე შეზღუდვები გაგრძელდა.

კომპანიის წარმომადგნლების განცხადებით, აღნიშნული სმარტფონები 5G ქსელში მონაცემთა გადაცემის და ელემენტების მუშაობის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ჯობნის Apple-ს და Samsung-ის კონკურენტებს. სადემონსტრაციოდ მათ ფოტო შედერებაც გამოიყენეს, სადაც ნაჩვენები იყო Mate 30-ის მიერ გადაღებული ფოტო და ანალოგიური ფოტო გადაღებული Samsung Galaxy Note 10-ით, რომელზეც პრაქტიკულად არაფერი არ ჩანდა.

რაც შეეხება აპლიკაციების მხარდამჭერს, Google Play Store-ის კონკურენტად კომპანიამ წარმოადგინა საკუთარი - App Gallery.

Mate 30 ამერიკული სანქციების გამო საერთოდ არ იყენებს Google-ის აპლიკაციებს. თუმცა მათზე ჯერ კიდევ გამოიყენება საოპერაციო სისტემა Android-ი.

კოკა კვირკველია