„ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურების ქცევას ნერგავს და მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან პირველ თვითმომსახურების სადგური გახსნა.
თვითმომსახურების პირველი სადგურის საზეიმო გახსნაზე პარტნიორ „რადიო ენერჯისთან“ ერთად, „ვისოლმა“ უამრავ სტუმარს უმასპინძლა და განსხვავებული გარემო შეუქმნა: დაიდგა ბაიკერების და მოცეკვავეების ერთობლივი ექსტრემალური შოუ, რომელსაც აფორმებდა DJ Jimi-ს მუსიკა, ასევე, დამსწრეებს საშუალება მიეცათ, გაესინჯათ „სმარტის“ მიერ მომზადებული ქუჩის მენიუ და ექსკლუზიური იმპორტის Twisst- ის მოქტეილები. წარმოდგენილი იყო ასევე “ვიანორის“ უმაღლესი ხარისხის საავტომობილო ზეთების კასრების დეკორი, „დანქინის“ დონატები და ყავა დესერტად.
„ვისოლის“ გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას განცხადებით, თვითმომსახურების სადგურზე შეთავაზებულ საწვავზე ფასი ხელმისაწვდომი იქნება, ასევე, სადგურზეა ფერადი და განსხვავებული გარემო და დამატებითი სერვისები.
“ვისოლი“ მუდმივად ცდილობს გაიმყაროს ბაზარზე ინოვატორული კომპანიის იმიჯი და მოხარული ვართ, რომ თვითმომსახურების სადგურების ქსელის განვითარების შესაძლებლობა პირველებს სწორედ ჩვენ მოგვეცა. ვეცდებით თანმიდევრულად შევცვალოთ სამომხმარებლო ქცევა, რომ დავამკვიდროთ საქართველოში თვითმომსახურება, როგორც თანამედროვე ცხოვრების სტილი, რომელიც დიდი ხანია აპრობირებულია ამერიკასა და ევროპის უამრავ ქვეყანაში. გარდა ამისა, თვითმომსახურების სადგურზე შეთავაზებულ საწვავზე ხელმისაწვდომი ფასი, ფერადი და განსხვავებული გარემო, დამატებითი სერვისები სადგურს კიდევ უფრო მიმზიდველს და მოსახერხებელს ხდის“, - განაცხადა „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა.
ცნობილი კარიკატურისტისა და წარმატებული თანამედროვე მხატვრის, გიორგი გამეზარდაშვილის მიერ მოხატული სადგური მიმზიდველია არა მხოლოდ როგორც ქუჩის ხელოვნების მინუში, არამედ როგორც სივრცე, სადაც უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენა 15 თეთრამდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი და დამატებით სერვისების მიღება მარტივი და მოსახერხებელია.
ვასილ ხორავას თქმით, მოხატული ობიექტი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება.
„სიახლე კიდევ ის არის, რომ ეს ობიექტი გაცილებით ლამაზადაა მოხატული, არა „ვისოლის“ სტანდარტულ დიზაინში. ამაში დაგვეხმარა ჩვენი ახალგაზრდა მხატვარი, რომელმაც შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო მეტი ელფერი მისცა ავტოგასამართ სადგურს, რათა მომხმარებლებისთვის მიმზიდველი იყოს ამ სადგურზე შემოსვლა“, - განაცხადა ხორავამ.
„ვისოლის“ ახალი ინიციატივის შესახებ ბაიკერმა ლადო გუდაძემაც ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ თვითმომსახურება გარკვეულ პრობლემასაც მოხსნის, რომელსაც მოტოციკლეტის მფლობელები აწყდებიან.
„ „ვისოლის“ საწვავის მომხმარებელი ვარ, რადგან ჩემს მოტოციკლეტს ეს საწვავი ძალიან უხდება. მოტოციკლეტისტებს ის პრობლემა გვაქვს, რომ როდესაც ოპერატორები საწვავს გვისხამენ, ხანდახან არის ხოლმე მომენტები, როცა ეს საწვავი ესხმევათ. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ახლა უკვე ამას მე თვითონ გავაკეთებ. ჩვენ რომ ვიცით, როგორ შეიძლება ჩვენი ავზის გავსება, არც დავისვრებით და არც რაიმე უკმაყოფილება გვექნება ვინმესთან“, - აღნიშნა ბაიკერმა.
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით „ვისოლი“ საცალო ბაზრის ლიდერია. ვისოლს ასევე გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში და კომპანია „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით, ელექტრომობილების პოპულარიზაციისათვის ელეტქრომობილების დამტენი სადგურების ქსელსაც ავითარებს.
(R)