25 სექტემბერს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე კომიტეტი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის შესახებ იმსჯელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განრიგით წელიწადში რვაჯერ იკრიბება. შემდგომი სხდომა, განრიგის შესაბამისად, 23 ოქტომბერს გაიმართება.
კომიტეტის სხდომების განრიგის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=624