ადამიანის ჯანმრთელობა, დამოკიდებულია, სწორ, ბალანსირებულ კვებაზე. ადეკვატური კვებით შესაძლებელია მთელი რიგი ქრონიკული დაავადებების (დიაბეტი, კარდიოვასკულური დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებები, იოდის და სხვა მიკრონუტრიენტების დეფიციტით გამოწვეული დარღვევები, ოსტეოპოროზი, სიმსუქნე, კარიესი და სხვ.) თავიდან აცილება.
რას წარმოადგენს სწორი (ჯანსაღი) კვება და როგორ მივაღწიოთ მას? - არსებობს ჯანსაღი, ბალანსირებული კვების პრინციპები, რომელთა დაცვაც სწორად არეგულირებს ადამიანის კვებას, ანუ განსაზღვრავს იმ სასურსათო პროდუქტებს და დღიური მიღების იმ ნორმებს, რომელიც, უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიის და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) საჭირო რაოდენობით და ამავე დროს, უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
ეს პრინციპებია:
მუდმივად დაკავებულები ადამიანებისთვის, ჯანსაღად კვება, უმეტესად პრობლემური საკითხია. ამის მთავარ მიზეზად, დროისა და ფინანსური რესურსის სიმცირე სახელდება.
ამ ორი ფაქტორის გამო, „მუშათა კლასის“ არჩევანი სამწუხაროდ, როგორც წესი, სწრაფი კვების ობიქეტების მიერ შემოთავაზებული საკვებია. თუმცა, დღის რაციონში მარტივი ცვლილებით, ამ პრობლემის მოგვარებას ნამდვილად შეძლებთ და თქვენი ჯანმრთელობაც საგრძნობლად გაუმჯობესდება.
ჩვენი პრაქტიკული რჩევები შემდეგნაირია:
ჯანსაღი კვება, დღემდე მსოფლიო გამოწვევად რჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 8 ადამიანიდან - 1 ჭარბწონიანია. ჯანსაღი კვება, თავიდან აგვარიდებს მთელ რიგ დაავადებებსა და შესაბამისად, სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
იკვებეთ ჯანსაღად და გემრიელად!