ნორვეგიაში მოტივტივე საუნები სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის შესახებ სტატიას The Guardians ავრცელებს.
ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში დღეისათვის 15-მდე მოტივტივე საუნა ფუქციონირებს, რომლითაც სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მათი შექმნის იდეა 2011 წელს შვედ მარტინ ლუნბერგს გაუჩნდა, რომელიც ზაფხულის განმავლობაში ოსლოს მახლობლად მუშაობდა. მას სურდა საუნით სარგებლობისას მაქსიმალური სიამოვნება მიეღო და გაგრილების მიზნით ცივ წყალში გადახტომაც შეძლებოდა. ამიტომ მან მეგობრებთან ერთად მოტივტვე საუნა ააგო, რომელიც ჩვეულებივი საუნის პრინციპით ფუნქციონირებს და თანაც, მისი გადატანა პრობლემას არ წარმოადგენს.
ლუნდბერგის გამოგონება მალევე გახდა პოპულარული და ახალგაზრდების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ამის შემდეგ მან 15-მდე მოტივტივე საუნა ააგო, რომლებიც ერთმანეთისგან განხვავდება და მომხმარებლებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. ზოგიერთ მათგანს ბარი აქვს, ზოგიერთში კი მუსიკის მოსმენაც კი შეიძლება.
ლუმბერგს თავდაპირველად მოტივტივე საუნისთვის ლიცენზიის მოპოვება გაუძნელდა, რადგან ქალაქის ხელისუფლება მას სახიფათო გასართობად აღიქვამდა. ამჟამად მას ერთ წლიან ლიცენზიას აძლევენ, რომელთა განახლებაც ლუმბერგს მუდმივად უწევს.
აღსანიშნავია, ნორვეგიაში მეზობელი ფინეთისგან განსხვავებით, რომელიც საუნის სამშობლოს წარმოდგენს, საუნის კულტურა ნაკლებადაა დანერგილი. მოსახლეობის ნაწილს საუნები საკუთარ სახლში აქვთ მოწყობილი, საერთო საუნები კი ნაკლებად გვხვდება.
თუმცა ნორვეგიის კლიმატიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში ისინი სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს, რასაც მარტინ ლუნბერგის გამოგონებამაც შეუწყო ხელი.