კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ჩვენი გეგმა ეს არის ბიზნესის მხარდაჭერა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის 10 მთავარ გამოწვევაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დეპუტატებთან ერთად ბიზნესასოციაციის წევრებთან ჰქონდა შეხვედრა და ამ სექტორთან შეხვედრები გაგრძელდება.
„ ბიზნესთან ერთად ჩვენ განვიხილავთ ყველა იმ პრაქტიკულ გადაწყვეტილებას კანონმდებლობაში, რომელიც შესაძლოა ბიზნესს დაეხმაროს ექსპორტის გაზრდაში, დაეხმაროს შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაში, დაეხმაროს იმაში, რომ ბიუროკრატია იყოს უფრო ეფექტური და ადმინისტრირება იყოს მათი ხელშემწყობი და არა დამაბრკოლებელი.
ამ კუთხით ვგეგმავთ, რომ თითოეული კანონი, რომელიც შესაძლოა ბიზნესზე ახდენდეს რაიმე ტიპის გავლენას, იქნება ეს დადებითი თუ შესაძლო უარყოფითი გავლენა, გვინდა, რომ ბიზნესთან ერთად იყოს განხილული და მხოლოდ შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც ბიზნესს უნდა დაეხმაროს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.