უფასო მოგზაურობა, $4 ათასი ბავშვის დაბადებაზე და 1-წლიანი დეკრეტული შვებულება - რა უპირატესობებით სარგებლობენ სილიკონის ველში დასაქმებულები

მსოფლიო მნიშვნელობის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ზონა - სილიკონი ველი კალიფორნიაში მდებარეობს, სადაც ისეთი დიდი კომპანიებია თავმოყრილი, როგორიცაა Google, Apple, Yahoo! და eBay. სალიკონი ველში დასაქმებული ადამიანები ისეთი განსაკუთრებული შეთავაზებებით სარგებლობენ, რომლებიც სხვაგან იშვიათად შეგვხვდება.

· დეკემბერში არდადეგების დროს რამდენიმე დღის გამავლობაში კომპანია Apple თავის თანამშრომლებს უფასო სასმელებსა და საკვებს სთავაზობს. ამასთან, მათ ცოცხალი მუსიკის მოსმენაც შეუძლიათ.

· Airbnb თანამშრომლებს ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით 2 000 აშშ დოლარის ფარგლებში მის სიაში მყოფ ნებისმიერ სასტუმროში დასვენებას სთავაზობს.

· Asana თანამშრომლებს 10 000 აშშ დოლარის ფარგლებში სამუშაო სივრცის მათი სურვილის მიხედვით მოწყობას სთავაზობს.

· Facebook თითოეულ ახალშობილზე მშობლებს 4 000 აშშ დოლარს გადასცემს. იმ შემთხვევაში კი, თუ მშობლებს ბავშვის გაჩენა არ შეუძლიათ, კომპანია მათ ბავშვთა სახლში ბავშის პოვნაში ეხმარება და შვილად აყვანის ხარჯებს უფარავს.

· Amazon თანამშრობლებს სამსახურში შინაური ცხოველის წაყვანის ნებას აძლევს, რათა ცხოველებმა თავი მარტოდ არ იგრძნონ.

· იმისათვის, რომ თანამშრობლებმა შრომისუნარიანობა შეინარჩუნონ Square მათ ნებისმიერ დროს უფასო მასაჟს სთავაზობს.

· Oracle თანამშრომლებს ტანსაცმლის გარეცხვასა და მოვლას სთავაზობს, რათა ისინი მუდამ ფორმაში იყვნენ.

· შინაური ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპანია VMware თანამშრომლებს 2-დღიან შვებულებას სთავაზობს.

· ახალშობილის დაბადების შემდეგ Netflix მშობლებს 1-წლიან დეკრეტულ შვებულებას სთავაზობს, რა დროსაც ისინი ანაზღაურებას იღებენ.

· Tesla-ს თანამშრომებს უფლება აქვთ კომპანიისგან მანქანა „ითხოვონ“ არაამარტო სამუშაო დღეებში, არამედ უქმეებისა და შვებულების დროსაც.

ბექა ბერიაშვილი