ინტერნეტსივრცეში „საქართველოს ფოსტის“ სახელით სხვადასხვა გათამაშების შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ფოსტიდან“ აცნობეს.
„აღნიშნული ფაქტი გახლავთ სიცრუე, რომელიც თაღლითური გზით თანხის გამოძალვასა და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას ემსახურება. გთხოვთ, ერიდოთ მსგავსი ტიპის ბმულებებს, რათა თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ“, - ნათქვამია ინფორმაციში.
„საქართველოს ფოსტა“ საზოგადოებას მოუწოდებს, არ გადავიდნენ უცხო პირების მიერ გამოგზავნილ ბმულებზე და არ გახსნან უცხო პირების მიერ გამოგზავნილი ფაილები.
„ნებისმიერი მსგავსი შეტყობინების მიღებისას, მისი ავთენტურობა საქართველოს ფოსტის გვერდზე - gpost.ge გადაამოწმონ“, - აღნიშნავენ „საქართველოს ფოსტაში“.