პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დავით ნარმანიას კანდიდატურას სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე მხარი დაუჭირა. დავით ნარმანიას თქმით, მისი თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნის შემდეგ გაგრძელდება აქტიური მუშაობა მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. ასევე იქნება ბალანსი შენარჩუნებული მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს შორის, რათა სექტორს განვითარება მოხდეს.
„ჩვენ ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ეს არის ენერგეტიკული ბაზრის გახსნა, ევროინტეგრაციის იმ ძირითადი ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ამდენად ამ პროცესში ვიქნებით აქტიურად ჩართულები, რათა უფრო მეტი კონკურენცია იქნას ბაზარზე უზრუნველყოფილი და ამით საბოლოო ჯამში მომხმარებელმა მოიგოს. ჩვენ რამდენიმე ახალი მარეგულირებელი ნორმა და წესი გვაქვს მისაღები, პროექტიც მზად არის, რომელსაც საჯარო განხილვების შემდგომ აუცილებლად მივიღებთ, რათა სისტემა უფრო მოქნილი და თანამედროვე გახდეს",-განაცხადა ნარმანიამ.