როგორ შევიცვალოთ უკეთესობისკენ, მივაღწიოთ წარმატებას, ავისრულოთ ოცნებები, მივაღწიოთ ჰარმონიას ადამიანებთან ურთიერთობებსა, თუ პირად ცხოვრებაში და რაც ყველაზე მთავარია, გავხდეთ ბედნიერი - ამ კითხვებზე პასუხს წიგნში „წარმატების 365 გასაღები“ იპოვით.
ეს არის რამაზ გიგაურის ნაშრომი, რომელსაც გამომცემლობა „პალიტრა L“ სამუშაო წიგნის სახით გამოსცემს. წიგნი თვეში ერთხელ გამოვა და სულ 12 ნაწილს გააერთიანებს. თითოეულ გამოცემაში კი, 30 გასაღები იქნება თავმოყრილი.
„შემთხვევა შემთხვევით არ ხდება" - სწორედ ეს გახლავთ წიგნის მთავარი პათოსი, შესაბამისად, 365 გასაღებიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ წელიწადის ყოველი დღე წარმატების მიღწევის უდიდესი შანსია.
„წარმატების 365 გასაღები“ პირველად 2014 წელს გამოვიდა და მან თავიდანვე შეძლო მკითხველის ყურადღების მიქცევა. ამჯერად, წიგნი სხვა ფორმატით, სამუშაო დღიურის ფორმით და 12 ნაწილად, ყოველ თვე გამოვა. მკითხველი პირველი ნაწილის შეძენას 26 სექტემბერიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად შეძლებს.
მწერალი, ტრენერი და ასტროლოგი რამაზ გიგაური საქართველოში თვითგანვითარებისა და სამოტივაციო წიგნების ჟანრში ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია. როგორც იგი ამბობს, ამჯერად წიგნში ბევრი პრაქტიკული სავარჯიშო, ყოველდღიური რეკომენდაციები, ანტისტრესები და ცნობილთა გამონათქვამები იქნება თავმოყრილი.
სამუშაო წიგნის მთავარ არსს ადამიანების პრაქტიკული დახმარება წარმოადგენს.
„უკანასკნელ წლებში, ზოგადად, ძალიან ბევრი ინფორმაციაა გასულ პერიოდთან შედარებით. სწორედ ამიტომ, ადამიანს უკვე უჭირს იპოვოს ის ნამდვილი და ღირებული ინფორმაცია, რომელიც პრაქტიკულად დაეხმარება მას. ინფორმაციის ამხელა ზღვაში ადამიანი ვერ ახერხებს კონცენტრირდეს. როგორც ფიზიკოსები ამბობენ, დრო აჩქარდა. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, მკითხველი შეძლებს, რომ საკუთარ მიზნებში გაერკვეს; შეძლებს იმ ყველაფრის „ჩამოკრისტალებას“, რაც ადამიანის გონებაშია“,-ამბობს ავტორი.
მისივე თქმით, მკითხველმა შეიძლება აიღოს ერთი გასაღები და იმ გასაღებში მოყვანილი პრაქტიკული სავარჯიშო, რომელიც ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების საშუალებას აძლევს მას და ეს ერთი გასაღები შეიძლება გახდეს პიროვნებისა და მისი ცხოვრების შეცვლის საფუძველი.
რამაზ გიგაურის თქმით, „წარმატების 365 გასაღების“ სამუშაო წიგნში, პირველი გამოცემისგან განსხვავებით, ადამიანებს საშუალება ექნებათ, თვითონ ჩაწერონ და ჩახატონ. რაც განაპირობებს იმას, რომ წიგნი მათი ცხოვრების თანამგზავრი გახდეს.
„ეს, ფაქტობრივად, საქმიანი დღიურია საქმიანი ადამიანებისთვის. შეგვიძლია, ჩვენი საიდუმლოებები, მიზნებიც ჩავწეროთ. გამოცემას აქვს ორგანაიზერის ფორმა, მაგრამ ეს არ არის მარტო ორგანაიზერი. მისი საშუალებით, თეორიას და პრაქტიკას ერთად ვიღებთ. ეს წიგნი ამბობს, რომ ადამიანი თვითონ ქმნის თავის ბედს და ამის შეცვლა მას ყოვლედღე შეუძლია, წელიწადში 365 დღის განმავლობაში“,-აღნიშნავს რამაზ გიგაური.
სამუშაო წიგნის პრეზენტაცია 26 სექტემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო "ბესტ ვესტერნში" (აფაქიძის #11) გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, გამომცემლობა "პალიტრა L-ისა“ და პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით, რამაზ გიგაურის პიროვნული განვითარების მასტერკლასი - „წარმატება, როგორც სოციალური გადარჩენა“ ჩატარდება.
თუ გაინტერესებთ, როგორ გაუმკლავდეთ გამოწვევებს, რომლებსაც თანამედროვე რეალობაში ხვდებით, როგორ აუწყოთ ფეხი ცხოვრების აჩქარებულ ტემპს, მართოთ და სწორად გამოიყენოთ საკუთარი რესურსები, რა ცვლილებები განახორციელოთ წარმატების მისაღწევად, მაშინ ეს მასტერკლასი თქვენთვისაა.
ღონისძიებაზე რამაზ გიგაური ისაუბრებს ისეთ თემებზე, როგორიცაა:
ადამიანის განვითარება: ფიზიკური გადარჩენიდან - სოციალურ გადარჩენამდე;
თანამედროვე ადამიანის ოთხი ტიპი:
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ელით საინტერესო გათამაშებები, სიურპრიზები და სპეციალური ფასი რამაზ გიგაურის "წარმატების 365 გასაღების" სამუშაო წიგს პირველ ნაწილზე.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ შემდეგი
სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.ly/MasterclassRG