მაკადამიდას კაკალი მსოფლიში ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილია, თუმცა როგორც East fruit-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, უახლოეს წლებში აღნიშნულ სახეობას სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია თხილეული კულტურების ბაზარზე. კერძოდ, ეს არის კაკლის სახეობა, რომელიც პირველ ნაყოფს ყველაზე სწრაფად, დარგვიდან 7 წელში იძლევა და მომდევნო 100 წლის განმავლობაში, ყველაზე უხვმოსავლიანია. შესაბამისად, ანალიტიკოსების თქმით, მაკადამიას კაკლის გამრაველება, ამ კატეგორიის კულტურების ფასსა და მოთხოვნაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს.
ამჟამად მაკადამიას კაკლის ხეების ტერიტორიები აქტიურად ფართოვდება აფრიკაში, განსაკუთრებით კი სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიასა და ჩინეთში. აღნიშნული სახეობა ავსტრალიიდან მოდის, არის მარადმწვანე, საკმაოდ დიდი ხე, რომლის სიმაღლეც საშუალოდ, 12 მეტრია. მთავარი, რის გამოც, მაკადამიას კაკლის გამრავლება აქტიურად მიმდინარეობს, მისი სწრაფად ზრდა და უხვმოსავლიანობაა.
ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით, მაკადამიას ნიგოზი თხილეულის ბაზარის საერთო მოცულობის უკვე 1,5%-ს იკავებს, რაც ექსპერტების აზრით, ძალიან კარგი შედეგია და უახლოეს წლებში მისი წილი რეკორდულად გაიზრდება.
მაკადამიას კაკლის უმსხვილესი მწარმოებელი სამხრეთ აფრიკაა, რომელიც წლიურად 54 ათას ტონა მოსავალს აწარმოებს (2018 წლის მონაცემებით), შესაბამისად, მსოფლისო მასშტაბით მაკადამიას კაკლის 27% სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის. ავსტრალიაში კი, 48 ათასი ტონა პროდუქტი იწარმოება.
ანალიტიკოსები, მომდევნო 7 წლის განმავლობაში მოსავლის 4-ჯერ ზრდას ვარაუდობენ. 2013 წლიდან 2016 წლამდე სამხერთ აფრიკაში მიწების ფართობი, სადაც მაკადამიას კაკლის ხეებია გაშენებული, 3-ჯერ გაიზრადა, ხოლო წარმოება, 2018 დან 2020 წლამდე 20%-ით გაიზრდება.
კაკლის ეს სახეობა დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩინეთის მოსახლეობაში. სწორედ ამიტომ, ჩინეთის ყოველწლირად 2 მილიონ მაკადამიის ხის დარგვას გეგმავს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მაკადამიის ნიგოზის მწარმოებლებს შორის, ლიდერი სწორედ ის გახდება და 2025 წლისთვის, პროდუქტის 63% ჩინეთში იწარმოება.
ამჟამად, მაკადამიას კაკლის ყველაზე მსხვილ ექსპორტიორებად ითვლებიან: სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, კენია, გვატემალა, მალავი, აშშ და ზიმბაბვე; ხოლო მთავარ იმპორტიორებად: აშშ, ვიეტნამი, ჩინეთი, გერმანია, ნიდერლანდები და იაპონია.
აღსანიშნავია, რომ მაკადამიას კაკალმა უკვე დიდი პოპულარობა მოიპოვა უკრაინაში. ქვეყანაში პროდუქტი პირველად 2017 წელს გამოჩნდა და 2018 წლისთვის მისი იპორტი უკვე 4,5-ჯერ გაიზარდა.