პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯმდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით დღეს პირდაპირი მინიშნება არ არსებობს.
მისივე თქმით, ტარიფის ზრდას ლოგიკური დასაბუთება სჭირდება.
"ლარის კურსის გათვალისწინებით ყოველთვის არსებობს გარკვეული ცვლილებების შესაძლებლობა. მთავარია, ეს იყოს ლოგიკურად დასაბუთებული. ამასთან დაკავშირებით დღეს არ არსებობს პირდაპირი მინიშნება", - განაცხადა რომან კაკულიამ.