“10 წლის წინ, მე გადავწყვიტე ვმდგარიყავი ყველაზე თამამი, წარმატებული და დამოუკიდებელი ქალების რიგში.
მე არ მინანია ეს ნაბიჯი, რადგან მე ავირჩიე წინსვლა, წარმატება, გამოწვევები, სირთულეები და გამარჯვების ის განსაკუთრებული შეგრძნება, რომელიც მხოლოდ ჩვენ ვიცით. მიყვარს და მეამაყება გუნდის თითოეული წევრი და ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ქართველი ქალის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო“ – ამ სიტყვებით მიმართა კომპანია AVON-ის პირველმა ქართველმა დირექტორმა, ანა ცხადაძემ „შატო მუხრანში“ შეკრებილ სტუმრებს.
10 სექტემბერს ისტორიულ კომპლექს „შატო მუხრანში“, საერთაშორისო უმსხვილესი კოსმეტიკური ბრენდის – კომპანია AVON-ის კორპორატიული გაყიდვების მასშტაბური კონფერენცია გაიმართა, სადაც კომპანიამ გაყიდვების წლიური შედეგები წარადგინა, დააჯილდოვა საუკეთესო გაყიდვების მქონე ლიდერები და კიდევ ერთხელ განმარტა, თუ სად არის ის საქართველოს ბაზარზე დღეს და რა მიღწევები აქვს.
AVON-ი სილამაზისა და კოსმეტიკის ინდუსტრიის საერთაშორისო ბრენდია, რომელიც უკვე 130 წლიან ისტორიას ითვლის მსოფლიო ბაზარზე და ერთ-ერთი ყველაზე მყარი პოზიცია უჭირავს კოსმეტიკურ ინდუსტრიაში. საქართველოში კომპანია 10 წელზე მეტია წარმოდგენილია და საკმაოდ წარმატებულ მაჩვენებლებსაც ითვლის. მის გაყიდვების გუნდს საქართველოში ამ წლების განმავლობაში უამრავი ქალი შეუერთდა, რადგანაც კომპანია თანამშრომლობის ფარგლებში მათ ფინანსური დამოუკიდებლობის, პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს.
“ჩვენი საქმიანობა ეფუძნება მიზანს, რომ თითოეულ ადამიანს, ვინც ჩვენთან თანამშრომლობს, ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი, ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებისა და წინსვლის შესაძლებლობა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ AVON-ი არის ქალი ანტრეპრენერების ყველაზე მასშტაბური ორგანიზაცია საქართველოში და ამას სწორედ იმით მივაღწიეთ, რომ ვართ ფოკუსირებული ჩვენი გაყიდვების ლიდერებისა და წარმომადგენლების მუდმივ სწავლებასა და განვითარებაზე. ჩვენი საქმიანობის მთავარი ღერძი ისაა, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოში ქალების ცხოვრების ხარისხის ამაღლებას და დავამსხვრიოთ სტერეოტიპები, რადგან ქალებს ნამდვილად ყველაფერი შეგვიძლია“ – განაცხადა ანა ცხადაძემ კონფერენციაზე.
აღსანიშნავია კომპანია AVON-ის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯებიც. AVON-მა ორგანიზაცია Europa Donna Georgia-სთან ერთად, შექმნა „ვარდისფერი სივრცე“ , რომლის მიზანსაც ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა და მკურნალობის შემდგომი ნაბიჯების შესახებ ინფორმირება წარმოადგენს. „ვარდისფერი სივრცე“ 2019 წლის მარტში გაიხსნა და ის უკვე 500-მდე ძუძუს კიბოსთან მებრძოლ ქალს დაეხმარა.
აღსანიშნავია, რომ ქალთა უფლებებისა და გაძლიერების კუთხით აქტიური საქმიანობისთვის, წელს კომპანია AVON-ი მიიწვიეს ორგანიზაცია WOMEN FOR TOMORROW-ს წევრად, რომელიც ქალ ბიზნესლიდერთა ფედერაციას წარმოადგენს და ბიზნესში ქალთა როლის გაძლიერებას ემსახურება.
კონფერენციაზე დაჯილდოვდა საქართველოს მასშტაბით კომპანიის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი ქალბატონი თამარ გვაჯაია.
„დღეს ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გაყიდვების ლიდერი ზუგდიდიდან, ქალბატონი თამარ გვაჯაია ავტომობილით დავაჯილდოვეთ, რადგანაც ის არის მაგალითი მთელი ჩვენი ორგანიზაციისთვის, თუ როგორ შეიძლება იყო სამაგალითო დედა და საქმიანი ბიზნეს ლედი. ჩვენ გვჯერა, რომ შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა ქმნის წარმატებას“- ამბობს ანა ცხადაძე.
კონფერენციაზე ასევე დაანონსდა კომპანიის სამომავლო გეგმები და პროექტები, რომელთა უმრავლესობა ასევე ქალების მხარდაჭერისა და გაძლიერებისკენ იქნება მიმართული.
(R)