საქართველოში ერთ–ერთმა უმსხვილესმა ინვესტორმა, დეველოპერული კომპანიის AS Group Invesment-ის დამფუძნებელმა, თბილისის ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსის „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციის ავტორმა, შაჰინ მოვსუმოვმა ქალაქ ბაქოში უნიკალური, მასშტაბური და მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „რენესანს პალასი“ (Renessans Palace) გახსნა.
„დირსის“ შემქმნელის მიერ მის მშობლიურ ბაქოში გახორციელებული კომპლექსი გამოირჩევა მშენებლობის მაღალი ხარისხით, რაც კომპანიის ყველა პროექტის აუცილებელი პირობაა.
განსაკუთრებული მასშტაბით გამორჩეული კომპლექსი 20 ბლოკისგან და ჯამში 1050 თანამედროვე ტიპის აპარტამენტისგან შედგება. კომპლექსი მოიცავს 3 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთს დახურული ტყე-პარკისთვის, სადაც განთავსებულია სპორტული და სარეკრეაციო ინფრასტრუქურა. “რენესანს პალასს” გააჩნია ბაქოში არსებულ საცხოვრებულ კომპლექსთა შორის ყველაზე დიდი საპარკინგე სივრცე, რომელიც 120 მიწისზედა და 1 550 მიწისქვეშა საპარკინგე ადგილს ითვლის. ასევე, მაცხოვრებლების სრული კომფორტისთვის, კომპლექსის პირველ და მეორე სართულებზე, კომერციულ სივრცეებში განთავსებულია რესტორანი, კაფე, ფიტნესცენტრი, საბავშვო - ბაღი, სილამაზის სალონი, გამაჯანსაღებელი ცენტრი და სხვ.
დეველოპერულ სექტორში საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი, AS Georgia-ს დამფუძნებელი შაჰინ მოვსუმოვი განაგრძობს „დირსის“ – ქალაქში ქალაქის პროექტის განვითარებას.
კომპანიას პროექტის მხოლოდ პირველ ეტაპზე, 200 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. მთლიანობაში კი, პროექტი 5 ეტაპად არის დაგეგმილი და საბოლოოდ ინვესტიციის მოცულობა 1,5 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
AS Group investments პორტფელში რეგიონში 40-მდე წარმატებით დასრულებული პროექტია. მათ შორის, ინფრასტრუქტურული და სხვადასხვა სეგმენტის საცხოვრებელი და ვილების კომპლექსები.
(R)