აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. როგორც ეროვნული ბანკის პრესსამსახურიდან იუწყებიან, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა და მოთხოვნამ კი 76 845 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.700 პროცენტით, მაქსიმალური 8.470 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.235 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.