წერილობითი ხელშეკრულების გარეშე დასაქმება შესაძლოა, აიკრძალოს.
ამის შესახებ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტშია საუბარი.
ცნობისთვის, კანონპროექტი, რომლის ერთ-ერთი ავტორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია, პარლამენტს განსახილველად, დაახლოებით ერთ თვეში გადაეგზავნება.
აღსანიშნავია, რომ ცვლილების მიხედვით, იგეგმება შრომითი ხელშეკრულების დადების აუცილებელი პირობების გამკაცრება.
„ყველა შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობით; მკაცრდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების აუცილებელი პირობები; დამსაქმებლის ვალდებულება შეატყობინოს ვადიან დასაქმებულს უვადო ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ვაკანსიების შესახებ; ზუსტდება შრომითი ხელშკერულების არსებითი პირობები, მათ შორის დამსაქმებლის მისამართი, ანაზღაურების ოდენობა, ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები,“-ვკითხულობთ მომზადებულ დოკუმენტში.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებების თანახმად, დაგეგმილია სტაჟირების, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის, ასევე შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისთვის მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება.
ამასთან, იცვლება დეკრეტული შვებულების პირობები და ანაზღაურების წესი. კერძოდ, როგორც მომზადებულ პროექტშია აღნიშნული, ორსული ქალისთვის სამედინიცო გამოკვლევებისთვის დამატებითი ანაზღაურებადი შესვენება დადგინდება. ასევე, 183 დღიანი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღურება, ერთჯერადი დახმარების ნაცვლად მოხდება ხელფასის 80%-ის ოდენობით.
რაც შეეხება კონკრეტულად ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დაგეგმილ რეგულაციების, ცვლილებათა პროექტში ვკითხულობთ: