ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით Google-ს პირადი მონაცემების  შემცველი მასალების გლობალური მასშტაბით წაშლის ვალდებულება არ ექნება

ევროკავშირის უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, Google-ს არ მოეთხოვება, გლობალურად წაშალოს ბმულები, რომლებიც პირად მონაცემებს შეიცავს.

საფრანგეთის კონფიდენციალურობის დაცვის სამსახურმა CNIL Google 2016 წელს 100 000 ევროთი დააჯარიმა, რადგან მან ინტერნეტის საძიებო სისტემიდან არ ამოიღო ძიების ის შედეგები, რასაც მისგან მოითხოვდნენ, უფრო კონკრეტულად, კი ის მონაცემები, რაც „დავიწყების უფლებით“ იყო გათვალისწინებული.

როგორც Euronews-ი წერს, ტექნიკურმა გიგანტმა ეს გაასაჩივრა და შესაბამისი შედეგიც მიიღო.

„დავიწყების უფლება“ 2014 წელს შეიქმნა, როდესაც ესპანეთის მოქალაქემ Google-ში მის შესახებ მონაცემების არსებობა გააპროტესტა. მან აღნიშნული ინფორმაცია ძიების შედეგად იპოვნა.

„დავიწყების უფლება“ ევროპის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, საძიებო სისტემებს მათ შესახებ არარელევანტური ან გავადასული ინფორმაციის წაშლა მოსთხოვონ.

24 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება მოწმობს, რომ ახლა Google მხოლოდ ევროპის მოქალაქეების შესახებ მოუწევს არარელევანტური მასალების წაშლა, რადგან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე არ ვრცელდება.

მარიამ მენაბდიშვილი