საბერძნეთის ერთ-ერთი უმსხვილესი პროფკავშირი „სახელმწიფო სექტორის პროფკავშირების უმაღლესი საბჭო“ - დღეს საბერძნეთის მასშტაბით მსხვილ გაფიცვას აწყობს.
გაიფიცებიან ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულები. გაფიცვის მიზეზი ახალი კანონპროექტია, რომელიც სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებს უზღუდავს გაფიცვებში მონაწილეობას და ზოგიერთ სექტორში პროფკავშირების გაუქმებას ითვალისწინებს. გაფიცვაში ტრანსპორტის სფეროს გარდა მონაწილეობას სხვა სექტორის წარმომადგენლებიც მიიღებენ, მათ შორის ჟურნალისტები. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტები მხოლოდ 3 საათით გაიფიცებიან.
პროფკავშირების ვარაუდით, აღნიშნული ზომების მიღება დამსაქმებლების და ხელისუფლების მხრიდან დასაქმებულებზე კონტროლს გაზრდის.