„ემბისი“-იმ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიზნით შემუშავებული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. აღნიშნული გეგმა ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs) ეყრდნობა.
„ჩვენი მიზანია მიკროსაფინანსო ბაზარზე სანდო რეპუტაციის დამკვიდრება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კომპანიის მთავარი მონაპოვარია გამოცდილი გუნდი, მყარი ფინანსური პარტნიორები და გამართული ორგანიზაციული სტრუქტურა."ემბისი"-ს მორალური ვალდებულებაა, ვიზრუნოთ გარემოსა და მოსახლეობაზე, მივაღწიოთ კომერციულ წარმატებას ეთიკური ნორმების სრული დაცვით, პატივი ვცეთ ჩვენს თანამშრომლებს, მომხმარებლებს, ბუნებას და საზოგადოებას, გავუზიაროთ ცოდნა მათ ვისაც ამის საჭიროება აქვთ .
„ემბისი" ოფიციალურად 2019 წლის თებერვალში შეუერთდა ინიციატივას, რომელიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად. შედეგად, კომპანიამ აიღო ვალდებულება დანერგოს "ქალთა გაძლიერების პრინციპები". აღნიშნულის მისაღწევად, პირველ რიგში, აქტიურად ვითანამშრომლეთ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა 2019-20 წლებისთვის. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ შეიცვალოს და დაწინაურდეს ქალის როლი სამსახურსა და ზოგადად, საზოგადოებაში. ჩვენი მიზანია - მეტი ქალი ჩაერთოს ბიზნესში და იკავებდეს ხელმძღვანელ თანამდებობებს. ჩვენ დიდი სიამაყით შევუერთდით ამ ინიციატივას და იმედი გვაქვს, რომ საკუთარ წვლილს შევიტანთ ქალთა ეკომონიკურ გაძლიერებაში", - განაცხადა "ემბისი"-ის საოპერაციო დირექტორმა ეთერ ჩაჩიბაიამ.