British American Tobacco-ს რეგიონალური ცენტრი უკრაინიდან რუმინეთში გადააქვს

British American Tobacco (BAT) რეგიონალურ ცენტრს, რომელიც უკრაინაში ჰქონდა განთავსებული, 2020 წლისთვის რუმინეთში გადაიტანს. როგორც ცნობილია, უკრაინაში არსებული ცენტრი სხვა რეგიონალურ საკიხებზე იმუშავებს.

British American Tobacco-ს უკრაინულ ცენტრში განაცხადეს, რომ მათი გადაწყვეტილება უკრაინის ახალი ხელისუფლების მიღებულ კანონებს უკავშირდება. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მოსალოდნელი ცვლილებების გამო არაფერი ემუქრება BAT-ის უკრაინულ ოფისში მომუშავე თანამშრომლებს.

ჯერ კიდევ სექტემბერის დასაწყისში კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მათ გადაწყვიტეს კომპანია უფრო მოქნილი და მრავალფეროვანი გახადონ, ამიტომ მომავალში ისინი კიდევ სხვა პროდუქტებზეც იმუშავებენ და გაამდიდრებენ მათ პორტფოლიოს.

British American Tobacco-ს უკრაინის ფილიალი 1993 წელს ძველი თამბაქოს ქარხნის ტერიტორიაზე შეიქმნა. კომპანიის პორტფოლიოში შედის ისეთი ბრენდები როგორიცაა: KENT, Rothmans, Pall Mall, Vogue, Dunhill, Lucky Strike, Capri, Glo.

2018 წელს კომპანიამ უკრაინის ბიუჯეტში 662,52 მილიონი დოლარი შეიტანა.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ