მომხმარებელზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანია პრაიმის უმთავრესი უპირატესობა მისსავე დევიზში იკვეთება - აქ თითოეული მომხმარებელი VIP სტატუსით სარგებლობს, რაც ბრენდს გიგანტური სადაზღვევო კომპანიებისგან გამოარჩევს.
ადამიანებზე ორიენტირება პრაიმის მიერ არჩეული უცვლელი მიმართულებაა, რისი მეშვეობითაც სადაზღვევო ბაზრისთვის საჭირო პროდუქტების შექმნა მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით ხდება.
2018 წელს კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და ბაზარზე ახალი განახლებული სახელით, შესაძლებლობებითა და ხედვებით წარსდგა. პრაიმის მთავარი უპირატესობა მის მოქნილობასა და ანაზღაურების სისწრაფეშია. უკანასკნელი წლების განმავლობაში კომპანიას რამდენიმე ფილიალი შეემატა - ზუგდიდში, მარნეულში, ფოთსა და ბათუმში. უახლოეს მომავალში პრაიმი კიდევ გეგმავს განვითარებას და ორიენტირებულია სწრაფ განვითარებაზე.
პრაიმში სიახლეა - ახალ ოფისში კომპანია მომხმარებლებს კომფორტულ და მყუდრო გარემოსთან ერთად დამატებით სერვისებსაც სთავაზობს. ახალი ოფისი განახლებულ მისამართზე განაგრძობს ფუნქციონირებას: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N24
(R)