"ერთად უკეთესია" - "სპარ უკრაინამ" „სპარ საქართველოს“ ხელშეწყობით ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გამართა

საქართველოში რითეილ ბაზარი უკვე წლებია აქტიურად ვითარდება.

ბაზარზე წარმოდგენილია არამხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიოს წამყვანი ბრენდები. მათ შორის, ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია სუპერმარკეტების საერთაშორისო ბრენდს - „სპარს“ უკავია, რომელიც დიდი საერთაშორისო ოჯახის სრულფასოვანი წევრია. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ ,,სპარ უკრაინამ“, ბრენდისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციისთვის სწორედ საქართველო, კერძოდ კი ბათუმი შეარჩია.

„ერთად უკეთესია“ - ამ სახელწოდების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, ბათუმს ასევე ესტუმრნენ Spar International-ის წარმომადგენლები. კერძოდ კი: Spar International-ის საერთაშორისო ვაჭრობისა და განვითარების დირექტორი და ასევე კომპანიის ბორდის წევრი დევიდ მური. ღონისძიებაზე სპარ უკრაინის საკონფერენციო საკითხებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ,,სპარ საქართველოს“ წარმატებით საქმიანობას, მათი წარმატებული გამოცდილების გაზიარებას სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ,,სპარ საქართველო“ დიდ როლს თამაშობს საქართველოს პოპულარიზაციაში ქვეყნის გარეთ.

მირანდა მანჯგალაძე „სპარ საქართველოს“ მმართველი დირექტორი: „სპარ საქართველო“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღირსეულად ატაროს საქართველოს სახელი უკვე საერთაშორისო ასპექტში. „სპარში“ გაერთიანებულია 48 ქვეყანა, ერთ-ერთი ვართ ჩვე - საქართველო, შესაბამისად, ძალიან დიდი წარმატებაა, როდესაც ერთი პარტნიორი ქვეყანა - ეს არის უკრაინა, მხარდაჭერის ნიშნად 115 სტუმარი ჩამოჰყავს ჩვენთან და ატარებს კონფერენციას. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა“.

დევით მური, „სპარ ინტერნეიშენალის“ ბორდის წევრი: „საქართველო ძალიან პოპულარული და სტუმართმოყვარე ქვეყანაა. მოხარული ვარ, რომ ბათუმში იმართება ჩვენი კონფერენცია „სპარ უკრაინისა“ და „სპარ ინტერნეიშენალის“ ქსელისთვის. „სპარ საქართველო“ „სპარის“ ქსელისთვის შედარებით ახალია, თუმცა კომპანიის წარმატებული მუშაობის შედეგად საქართველო ახლა უკვე „სპარის“ 150 მაღაზიით არის წარმოდგენილი (რედ. ჯამში 200-ზე მეტი პარტნიორი ბრენდების ჩათვლით) . „სპარ საქართველომ“ მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონი, რაც ყველაზე მთავარია - მომხმარებლების ნდობა მაღალია. ასე გვაქვს ქვეყნის მასშტაბით გაფართოების ამბიციაც, მომდევნო წლებში „სპარ საქართველოს“ რაოდენობა იქნება გაზრდილი“.

„სპარის“ ისტორია გასული საუკუნის 30-იან წლებში იწყება. კომპანია 1932 წელს, ჰოლანდიაში ადრიან ვალ ველიმ დააფუძნა. უკვე 1990-იან წლებში კი „სპარი“ ევროპის საზღვრებს გასცდა და დღემდე აგრძელებს გაფართოებას. ამჟამად, SPAR International 4 კონტინეტზე, მსოფლიოს 48 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ფლობს 13 ათასზე მეტ სავაჭრო წერტილს და 350 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. SPAR ყოველდღიურად 14 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება. კომპანიის წარმოამდგენლების თქმით, SPAR-ში მომუშავე თითოეული ადამიანის დამსახურებით კომპანიას აქვს შესაძლებლობა, მუდმივად უპასუხოს ახალ გამოწვევებს.

პირველი „სპარი“ საქართველოში 2014 წელს გაიხსნა, ხოლო განსაკუთრებულ ზრდის ტემპებს ბოლო 2 წლის განმავლობაში მიაღწია. „სპარი“ საქართველოში პოზიციონირდება, როგორც ევროპული, მაღალი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების მქონე ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე და მომხმარებელთა საბაზისო თუ ლოკალური მოთხოვნილებების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაზე.

2019 წლის აგვისტოს მონაცემებით უკვე 51 ახალი „სპარი“ შეემატა საქართველოს. მათ შორის კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ასევე, იგეგმება სვანეთის, მცხეთა-თიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და გურიის უახლოეს მომავალში ათვისება, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონში იქნება „სპარი“, გარდა აფხაზეთისა და სამაჩობლოში. კომპანიის გეგმით, წლის ბოლომდე „სპარის“ რაოდენობამ საქართველოში 200-ს უნდაგადააჭარბოს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული გეგმა სპარ საქართველოს სწორი მუშაობითა და „სპარ ინთერნეიშენალის“ მხარდაჭერით განხორციელდება.

(R)