გერმანიის პროკურატურამ ავტომწარმოებელი კომპანია Daimler-ი 870 მილიონი ევროთი დააჯარიმა. აღნიშნულის მიზეზი დიზელისძრავიან ავტომობილებში „არაკეთილსინდისიერი“ საქციელი გახდა.
პროკურატურის ინფორმაციით, მწრმოებელმა 684,000-მდე ავტომობილი გაყიდა, რომლებიც არ შეესაბამებოდა ემისიების შესახებ რეგულაციებს.
შტუტგარტის პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული ჯარიმა არის ცალკე საქმიდან გამომდინარე და არ უკავშირდება ამ საქმეში უკვე ცალკეული პირების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას.
Mercedes-Benz-ის მწარმოებელი კომპანია Daimler-ისთვის აღნიშნული ჯარიმა არ იქნება დიდად მტკივნეული და მის კვარტალურ შემოსავლებს დიდად არ დაეტყობა.
დიზელის სკანდალი ბოლო ოთხი წელია გრძელდება გერმანიაში და ის პრაქტიკულად, ყველა მწარმოებელს შეეხო. ყველაზე მეტად კი Volkswagen-ს, რომელიც მანიპულაციების გამო რამდენიმე მილიონით არის დაჯარიმებული.