თბილისის მერიამ 11 ოჯახს ბინები 1 ლარად დაუკანონა. ამის შესახებ დედაქალაქია მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ბინების დაკანონების პოლიტიკას მერია მომავალშიც გააგრძელებს.
“იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ ამ ფართებში და ვერ ახერხებენ დაკანონებას, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს 11 ოჯახს გადაეცემა სიმბოლურ ფასად ბინები. კერძოდ:
გელა ჭედიას N1-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს,
ომარ ხიზანიშვილის N67-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს,
დადიანის N2-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს,
კახეთის გზატკეცილი N36-ში მცხოვრებ ორ ოჯახს,
ავჭალა 1-ში, N27 სახლში მცხოვრებ ერთ ოჯახს,
კახეთის გზატკეცილის N89-ში მცხოვრებ ორ ოჯახს,
წყნეთის გზატკეცილიის N4 კორპუსში მცხოვრებ ერთ ოჯახს,
ენგურჰესის N3-ში მცხოვრებ ორ ოჯახს.
მინდა ამ ოჯახებს მივულოცო ბინების გადაცემა და დაკანონება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროექტს გავაგრძელებთ, რადგან საკმაოდ ბევრია ასეთი ოჯახი და ასეთი ადამიანები. ჩვენი მხრიდან ექნებათ მხოლოდ და მხოლოდ თანადგომა და მხარდაჭერა. გამგეობები, გამგებლები მაქსიმალურად ჩართულები არიან. ვისაც ეს პრობლემა გაქვთ, მათთან გქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია”, - განაცხადა კალაძემ.