ნორვეგია უკრაინას მილიონ ევროს გამოუყოფს

ნორვეგია უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 1 მილიონ ევროს გამოუყოფს.

ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერგე ბრენდემ განაცხადა.

როგორც ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიევში, თავის უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა, უკრაინა დიდ სირთულეებს განიცდის. მისივე თქმით, ნორვეგია მზად არის ოთხჯერ გაზარდოს დახმარება უკრაინაში საბიუჯეტო, ენერგეტიკული და სხვა სფეროების პროგრამების მიმართულებით.

"რთულია ამის დაჯერება, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინაში 200 ათასი იძულებით გადაადგილებულია აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო", - განაცხადა ბერგე ბრენდემ.