„ვაჭრობისა და ინვესტიციების შემცირების ფონზე აზიის ეკონომიკური პროგნოზი გაუარესდა"

განვითარებადი აზიის ეკონომიკური ზრდის ტემპი კვლავ მაღალია, მაგრამ პროგნოზები გაუარესდა; ვაჭრობისა და ინვესტიციების შემცირებასთან ერთად რეგიონის ეკონომიკური რისკები იზრდება, - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მთავარი ეკონომიკური გამოცემის აზიის განვითარების პროგნოზის (Asian Development Outlook) 2019 წლის განახლებულ ვერსიაში.

პროგნოზის მიხედვით, განვითარებადი აზიის 45 ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს 5,4%-ს შეადგენს, ხოლო 2020 წელს მცირედით გაიზრდება 5,5%-მდე.

„ახლად შემცირებული პროგნოზი საერთაშორისო ვაჭრობის არასახარბიელო პერსპექტივას ასახავს, რაც ნაწილობრივ განპირობებულია სავაჭრო დაძაბულობის გამწვავებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს (აშშ) შორის; ასევე განვითარებული ქვეყნებისა და განვითარებადი აზიის დიდი ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ინდოეთის, კორეის რესპუბლიკისა და ტაილანდის ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებით“, - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მთავარი ეკონომიკური გამოცემის აზიის განვითარების პროგნოზის (Asian Development Outlook) 2019 წლის განახლებულ ვერსიაში.