საუდის არაბეთის სანავთობო კომპანია Saudi Aramco ნავთობს მეზობელ ქვეყნებში ყიდულობს, რათა შეასრულოს ის საექპორტო ვალდებულებები, რომელიც გააჩნია უცხოელი კლიენტების წინაშე. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, არაბეთის სამეფო ნავთობს საემიეროებისგან და ქუვეითისგან ყიდულობს და მას ბაჰრეინელ, მალაიზიელ და სამხრეთ კორეელ დამკვეთებს აწვდის. სააგენტომ ოფიციალური კომენტარისთვის მიმართა კომპანიას, მაგრამ მათ ამ საკითხზე საუბარი არ ისურვეს.
შეგახსენებთ, 14 სექტემბერს, საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონების მეშვეობით განხორციელებულ თავდასხმაში აშშ-მ და საუდის არაბეთმა ირანი დაადანაშაულეს. ირანი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.